ჩვენ შესახებ

ექსპო ჯორჯია არის ერთადერთი საგამოფენო ცენტრი საქართველოში და ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს.

საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება. ამ დროს ქვეყანამ ააშენა დროებითი საგამოფენო პავილიონები და თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოაწყო ინდუსტრიული ნაწარმის გამოფენა. ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და შედეგად თბილისის ცენტრში განთავსდა 11 პავილიონი, სათბური, აუზი და პარკი. საბჭოთა პერიოდში საგამოფენო ცენტრში საბჭოთა მიღწევების ხაზგასასმელად,  ეწყობოდა ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პერმანენტული გამოფენები. წელიწადში ერთხელ სივრცე ეთმობოდა საერთაშორისო გამოფენებს. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზირება და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ინფრასტრუქტურა განახლდა. ექსპო ჯორჯიას დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი… ვრცლად

expo office

ბოლო ღონისძიებები

ექსპო ჯორჯია მასპინძლობს სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ლოკალურ ღონისძიებებს. სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად,

კომპანია ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს რამოდენიმე მსხვილ საერთაშორისო გამოფენას.

  • Elcomm Caucasus

    ენერგეტიკის, ელექტროენერგიისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა

  • თბილისის წიგნის დღეები

    თბილისის წიგნის დღეები

  • AGRO FOOD DRINK TECH EXPO

    სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა

  • AQUATHERM TBILISI

    გათბობის, წყალმომარაგების, სანტექნიკის, კონდიცირების, ვენტილაციისა და აუზის მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენა

  • IEFG – განათლების საერთაშორისო გამოფენა – შემოდგომა

    უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა

  • WINEXPO GEORGIA

    ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა

  • CAUCASUS BUILD

    მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა

მოსაზრებები

  • ექსპო ჯორჯიას, რომელიც EPI-ის სოლიდური პარტნიორია პროექტის დაარსების დღიდან, მართავს ძალიან წარმატებული და გამოცდილი პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ხედვა კომპანიის მდგრადი ზრდისთვის.

    ნიკოლოზ ჩაჩხიანი
    ხელმძღვანელი - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)
  • ჩვენი თანამშრომლობა, დიდი კონფერენციებისა და საახალწლო კორპორატივების ორგანიზებაში, ფასდაუდებელი გამოცდილებაა ჩვენთვის. კომპანია ყოველთვის აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს, ენთუზიაზმით და ინტენსიურად მუშაობენ იმისთვის, რათა შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები და მიზნები. რეკომენდაციას ვუწევ ექსპო ჯორჯიას ნებისმიერ კომპანიასთან, რომელსაც სურს მიიღოს სრულყოფილება და პროფესიონალიზმი.

    ეკა დუჩიძე
    სამეთვალყურეო საბჭოს კოორდინატორი/შიდა ბრენდ მენეჯმენტის უფროსი - საქართველოს ბანკი
  • ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ეფექტურობითა და პროფესიონალიზმით, რომელიც კომპანიამ აჩვენა, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ამოცანა შესანიშნავად შესრულდა.

    ლარი დუმლაო
    გენერალური მომსახურების ოფიცერის თანაშემწე - აშშ-ს საელჩო
  • არ შემიძლია არ აღვნიშნო პროფესიონალიზმი და გუნდური მუშაობის უნარი, რომლის  დემონსტრირებასაც ახდენთ, თანამშრომლობის ყოველ ჯერზე. დაწყებული მუშაობის პირველი ნაბიჯიდან ბოლო მომენტამდე, მართლაც სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა. არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაო ყოველთვის კეთდება ზუსტად ისე, როგორც წინასწარ არის შეთანხმებული, ასევე თქვენ პასუხობთ მოლოდინს, როდესაც საქმე ეხება დაინტერესებული ვიზიტორების რაოდენობას.

    ეკატერინე ტოროშელიძე
    სტრატეგიული მარკეტინგის განყოფილების თანა-უფროსი - ბანკი რესპუბლიკა
  • გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება დახმარებისთვის, რომელიც აღმოუჩინეთ საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ტერიტორიის უზრუნველყოფით ჩვენი ახალგაზრდული ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. მინდა  ხაზი გავუსვა არაჩვეულებრივ ატმოსფეროს და  თქვენი თანამშრომლების მზადყოფნას ღონისძიების მხარდაჭერასა და დახმარებას მის მაღალ დონეზე განხორციელებაში.

    ელენე გოცაძე
    დირექტორი

ჩვენი პარტნიორები