საქართველო დასავლეთთან შავი ზღვითაა დაკავშირებული, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთს ესაზღვრება, სამხრეთით თურქეთს და სომხეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი აზერბაიჯანს. საქართველოს დედაქალაქი, ასევე უდიდესი ქალაქია – თბილისი. საქართველოს უჭირავს 69,700 კვ. კილომეტრი ფართობი. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3.75 მილიონს შეადგენს.

საქართველო უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. მთავრობა ირჩევა საპარლამენტო უმრავლესობით. ქვეყანამ დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავსირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა.

საქართველომ საგრძნობ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია 2003-2014 წლების განმავლობაში. დაახლოებით 6.3 წლიური ზრდა მოჰყვა სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებმაც გამოიწვია კაპიტალის და ინვესტიციების მკვეთრი ზრდა. რეფორმებმა უზრუნველყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, გააძლიერა საჯარო ფინანსური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა და ბიძგი მისცა თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას. ეს ზრდა ასევე განპირობებული იყო გაზრდილი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით. ეს კაპიტალი ძირითადად კონცენტრირებული იქნა არა-სავაჭრო სექტორში. მშპ ერთ სულ მოსახლეზე $919-დან 2003 წელს, $3.763-მდე გაიზარდა 2014 წლისთვის. მშპ-ს ზრდის მონაცემებმა 2014 წელს მიაღწია 4.7%-ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მშპ-ს ზრდის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია, ყველა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტორები არიან – BP, სოკარი, ჰეიდელბერგ ცემენტი, რაკიია ჯგუფი და MAF-ი.

2014 წლის ივნისში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და სექტემბერში ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნა საქართველოსთვის მთავარი მიღწევებია. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ხელი შეეწყო ბიზნესისა და მომხმარებლების ნდობის ამაღლების ზრდას, რასაც შედეგად მოჰყვა ნაყოფიერების 6.0%-იანი ექსპანსია 2014 წლის პირველ ნახევარში, იგივე მაჩვენებლი 2013 წელს 3.2%-ს შეადგენდა.

საქართველო თავისი მდებარეობით უმოკლესი მარშრუტია ევროპის და აზიის შემაერთებელ გზაზე. საქართველოს სატრანსპორტო სისტემა ძირითადი მაგისტრალია “აბრეშუმის გზაზე”. ხელისუფლების მონდომებამ განეხორციელებინა ძირითადი, მეორადი და ადგილობრივი გზების ქსელების რეაბილიტაცია, შედეგად მოგვიტანა გლობალური ეკონომიკური უკუქმედების საპასუხო რეაქცია და სამომავლოდ რეაბილიტირებული გზების ინფრასტრუქტურა იოლად ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ბაზრებსა და სერვისებს. ასევე შეიქმნება დროებითი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის.

მსოფლიო ბანკის “Ease Of Doing Business” მოხსენებაში საქართველოს მე-4 ადგილი უჭირავს, როგორც საუკეთესო ეკონომიკას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. პირველ ადგილზეა მაკედონია, შემდეგ ლიტვა და ლატვია.

მსოფლიო ბანკის მოხსენების მიხედვით, გლობალურად საქართველო ბოლო 12 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ბიზნესის კეთების კუთხით. ამ პერიოდის განმავლობაში გამომუშავება ერთ სულ მოსახლეზე 66%-ით გაიზარდა, ბიზნესის წარმობა კი გასამმაგდა. ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა ამ ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე, აქედან ერთ-ერთი იყო ადგილობრივი მრეწველებისათვის ბიზნესის წარმოებისათვის თავისუფალი გარემოს შექმნა.

დედაქალაქი – თბილისი, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, გასაოცარი, ქვებით მოპირკეთებული ქუჩებით მის ძველ ნაწილში, ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.  თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 25%. ეს საქართველოს ინდუსტრიული, კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრია. თბილისის ფართობი შეადგენს 490,6 კვ. კილომეტრს. თბილისი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქალაქებიდან, სადაც სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ არის განლაგებული. მიუხეადავად, მართლმადიდებელი მოსახლეობის რაოდენობრივი უპირატესობისა, თბილისში მრავლად შეხვდებით განსხვავებული ეთნოსებისა და რელიგიების წარმომადგენლებს.

ქალაქი აწარმოებს საერთო ეკონომიკური პროდუქციის 25%-ს, იგი ასევე ძირითად დასაქმების ადგილს წარმოადგენს. თბილისის შემოსავლების ძირითადი ნაწილი ხმარდება რეკრეაციას და კულტურას, ასევე რესტორნებისა და საასტუმროების მშენებლობას.

თბილისში არსებული სასტურმოს ქსელებია – შერატონი, რედისონი, მერიოტი, კორტიარდ მარიოტი, ჰოლიდეი ინნი, ციტადინს აპარტ ჰოტელი, ასევე დასავლური თბილისი. გამოცხადებულია სხვა ახალი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა – ინტერკონტინენტალი, ჰილტონ გარდენ ინნი, ასევე მიმდინარეობს მშენებლობა ისეთი სასტუმროების როგორიცაა –  მილენიუმი, რიქსოსი, რედისონის პარკ ინნი.

ქალაქი აქტიურად ანვითარებს ტურიზმის სექტორს. დაბეგვრის მოქნილი სისტემა, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტორებისათვის. ევროპის ბიზნეს ასოციაციის მიერ, თბილისს მინიჭებული აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ინდექსი.