საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბაზრის, ინდუსტრიებისა და შესაბამისად კომპანიების განვითარებას, მაღალი ხარისხის გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზებით, რომელთა ფუნქციაა მომწოდებლებთან და მომხმარებელთან  ხელსაყრელი შეხვედრის ადგილის უზრუნველყოფა და რეალური მიკრო მოდელის შექმნა  შესაბამისი ინდუსტრიებისათვის.

„ექსპო ჯორჯიას“  ხედვაა გახდეს გამაერთიანებელი ძალა და წამყვანი საგამოფენო ცენტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონში; საგამოფენო ცენტრი უნდა იყოს ადგილი, რომელიც გააერთიანებს მეზობელი ქვეყნების ბაზრებს და შესთავაზებს კონკურენტულ უპირატესობას კომპანიებს, რომლებიც იღწვიან თავიანთი ბიზნესის გაფართოებისთვის მოცემულ რეგიონში.

ექსპო ჯორჯიას გზა ხედვის განხორციელებისა და სტრატეგიული მიზნების სრულად უზრუნველსაყოფად, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

 

  • გამოფენები გახადოს, მომგებიანი მარკეტინგული ინსტრუმენტი კომპანიებისათვის.
  • ადგილობრივ კომპანიებს  მიაწოდოს ინფორმაცია გამოფენის საუკეთესოდ და ეფექტურად გამოყენების შესახებ.
  • უზრუნველყოს მაღალი ხარისხის საგამოფენო ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
  • მოახდინოს მიმდინარე ინტერესების გენერირება, გამოფენების დასწრების უზრუნველსაყოფად.

 

ექსპო ჯორჯიას მთავარი პრინციპები:

  • ხარისხი – ექსპო ჯორჯიას ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, მაღალი ხარისხის სტანდარტების დადგენა მუშაობის ყველა ასპექტში. აქედან გამომდინარე, კომპანია უპირატესობას ანიჭებს მიმდინარე და უწყვეტ ხარისხის მართვის და გაუმჯობესების სიტემას.
  • პროფესიონალიზმი – ექსპო ჯორჯიამ კარგად იცის, რომ გამოფენები და მათი წარმატება ძირითადად დამოკიდებულია თანამშრომლებზე. აქედან გამომდინარე, კომპანია აქცენტს აკეთებს მაღალი რანგის პროფესიონალების დასაქმებასა და შენარჩუნებაზე, კომპლექსური დასაქმების სტრუქტურის, სამოტივაციო სქემების და განუწყვეტელი სწავლისა და განვითარების პროგრამების მეშვეობით.
  • ფასეულობა – ექსპო ჯორჯია ძირითადად გთავაზობთ ბიზნეს მომსახურებას, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ შედეგზე. მონაწილე კომპანიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიო, აშკარა და ხანგრძლივი რაციონალური ფასეულობა. კომპანია მიმართულია მუდმივად   გაზომოს და ოპტიმიზაცია მოახდინოს მოცემული ფასეულობის.
  • ურთიერთობები – კომპანიას გათვითცნობიერებული აქვს ხანგრძლივი ურთიერთობებისა და პირადი კონტაქტების ღირებულება, ამიტომ მიმართულია ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და  სპეციალური პირობებით და ლოიალობის პროგრამებით ზრუნავს მუდმივი მომხმარებლების დაჯილდოებაზე.
  • კულტურა – იქიდან გამომდინარე, რომ  თავისუფალი ბაზრის კონცეფცია შედარებით ახალია საქართველოში, არ არსებობს დიდი ხნის კულტურა, გამოფენების ცენტრის, როგორც ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტის გამოყენების, ან მომხმარებლების თავლსაზრისით , ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით. ექსპო ჯორჯია შეეცდება ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ამ კულტურის ჩამოყალიბებას.
  • პასუხისმგებლობა – ექსპო ჯორჯია სრულად აცნობიერებს და ამაყობს თავისი წილი პასუხისმგებლობით, რომელიც მას აკისრია ეკონომიკური ზრდის პროცესში მონაწილეობის,  ტურიზმის სფეროს გაძლიერების და ქვეყნის შიგნით მრეწველობის განვითარების კუთხით.  აქედან გამომდინარე, ყველა გამოფენა იგეგმება მოცემული მიზნების გათვალისწინებით.
  • სოციალური პასუხისმგებლობა – ექსპო ჯორჯია იღებს პასუხისმგებლობას დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების წინაშე. ექსპო ჯორჯიას აქვს სპეციალური ფონდი გადამდგარი თანამშრომლებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ანაზღაურებას მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.  გარდა ამისა, ექსპო ჯორჯია იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებსა და ღონისძიებებში.
  • მემკვიდრეობის დაცვა – ექსპო ჯორჯიას ძირითადი პრინციპებია მაღალი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და გარემოს შენარჩუნება (ბუნებრივი და არქიტექტურული) ტერიტორიაზე. ექსპო ჯორჯია ამაყობს იმით, რომ ერთ-ერთია იმ რამოდენიმე ადგილიდან თბილისში, სადაც 1950 წლის არქიტექტურა სრულად არის შენარჩუნებული და ვითარდება მოცემული არქიტექტურული სტილის ფარგლებში.