ექსპო ჯორჯიას კომპლექსი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის პოსტ ინდუსტრიულ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რომელიც 10 წუთის სავალზეა ისტორიული ქალაქის ცენტრიდან.

ობიექტზე განლაგებულია გამწვანებული  მრავალი ბაღი და პარკი, რომელიც გარშემორტყმულია  საცალფეხო ბილიკებითა და სასეირნო გზებით. არსებულ ტერიტორიაზე გადანაწილებულია საბჭოთა დროის პავილიონები, რომლებიც 60-იან წლებში რეგიონული ექსპოზიციის ფუნქციას ასრულებდნენ. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია შესანიშნავი რესტორანი “ტერასა” და 500 ადგილიანი ავტოსადგომი.

საგამოფენო ცენტრის ტერიტორიის მთლიანი ფართი 140,000 კვ. მეტრია. ფართი მოიცავს სხვადასხვა ზომისა და მოცულობის შესანიშნავ დარბაზებს, ბუნებრივი განათებითა და მაღალი ჭერით. ტერიტორიაზე წარმოდგენილი 11 დარბაზით, 10,000 კვ.მ საერთო შიდა საგამოფენო ფართით, 300კვ.მ.- დან 1700 კვ.მ – მდე ფართობებით და 10,000 კვ.მ-ზე მეტი ღია საგამოფენო ფართით, ექსპო ჯორჯია  არის იდეალური ადგილი სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებებისათვის, დაწყებული საერთაშორისო და ადგილობრივი შეხვედრებით, კონფერენციებით, გამოფენებითა და სემინარებით, დამთავრებული სადღესასწაულო, კორპორატიული და სხვა ტიპის ღონისძიებებით.

მე-11 პავილიონი არის ძირითადი საგამოფენო დარბაზი საერთო ფართობით 1690 კვ.მ. დარბაზის ტევადობისა და მოცულობის გათვალისწინებით, ეს პავილიონი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სივრცეა.

განახლებული მე-3 პავილიონი შიდა სივრცით 1,060 კვ.მ., იდეალურია სხვადასხვა ღონისძიებებისათვის: კონგრესები, სემინარები, შოუები და სხვა ღონისძიებები დიდი აუდიტორიით.  დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფრასტრუქტურა, ღია და დახურული ფართობის მრავალფეროვნება, სტანდარტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის ყველა აუცილებელ და განსაკუთრებულ პირობას უზრუნველყოფს.

განახლებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზი ემსახურება სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. ინტერიერში დამონტაჟებული მოძრავი ტიხრების გამოყენებით დარბაზი მარტივად იყოფა ინდივიდუალურ სივრცეებად. ოთახები უკავშირდება ღია სივრცეს – ტერასას, რომელიც განკუთვნილია გარე ღონისძიებებისათვის.

პავილიონები # 4, 5, 6 და ორანჟერეა ერთსართულიანი სივრცეებია, რომელთა ღია სივრცეები გამოიყენება განსაკუთრებული ღონისძიებების დროს. დარბაზებს ყველა მახასიათებელი აქვს წარმატებული ღონისძიების ჩასატარებლად. მდებარეობა, განსხვავებული ფორმა და მაღალი სტანდარტების აღჭურვილობა ერგება მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.